ახალმა ზელანდიამ ავსტრალია დიდი ანგარიშით დაამარცხა და ბლედისლოუს თასს დაეუფლა (VIDEO)

ახალმა ზელანდიამ ავსტრალია დიდი ანგარიშით დაამარცხა და ბლედისლოუს თასს დაეუფლა (VIDEO)

ახალი ზელანდიის ნაკრები რაგბი ჩემპიონშიპის პირველ ტურში "ედენ პარკზე" ავსტრალიას დაუხვდა და დიდი სხვაობით 57:22 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და "ოლ ბლექსმა" ექვსქულიანი სხვაობით 21:15 იმარჯვა. მასპინძელთგან ლელოები რიკო იოანიმ, ბროდი რეტალიკმა და არდი სავეამ გაიტანეს, გარდასახვები კი რიჩი მო'უნგამ შეასრულა ზუსტად. "ვოლაბების" მხრიდან თავის გამოჩენა ენდრიუ კელავეიმ და ტეიტ მაკდერმოტმა მოახერხეს. თითო გარდასახვა და ჯარიმა ნოა ლოლესიომ შეასრულა ზუსტად.

მეორე ნახევარში ახალზელანდიელთა უპირატესობა მკვეთრად გაიზარდა და მოწინააღმდეგეს ხუთი ლელო გაუტანეს, თავად კი ერთი მიიღეს. მეორე ტაიმის დასაწყისში "ოლ ბლექსს" არდი სავეა გაუსინბინეს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ 10 წუთში ქულები მასპინძლებმა მოიპოვეს - 46-ე წუთზე ლელო კოდი ტეილორმა გაიტანა, რომელიც მო'უნგამ გარდასახა, ხოლო 52-ე წუთზე დამიან მაკქენზიმ საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა შეასრულა ზუსტად. დარჩენილ დროში ლელოების გატანა სევუ რისიმ, კოდი ტეილორმა, ვილ ჯორდანმა და დევიდ ჰავილიმ შეძლეს, სტუმართა რიგებიდან კი დუბლი კელავეიმ გაიფორმა.

ეს მატჩი ამავდროულად ბლედისლოუს თასის მეორე შეხვედრაც იყო და "ოლ ბლექსმა" ტიტული მესამე მატჩამდე გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ახალმა ზელანდიამ აღნიშნული თასის მოგება ზედიზედ მეცხრამეტედ მოახერხა - უკანასკნელად ავსტრალიამ ბლედისლოუს თასი 2002 წელს მოიგო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"