რუსთავის ხარების ბურჯი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

რუსთავის ხარების ბურჯი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

რუსთავის "ხარების" ბურჯი ცოტნე დარჩია კარიერას საფრანგეთში განაგრძობს. 

23 წლის პირველხაზელი ფედერალ 1-ის კლუბ "არკაშონის" ღირსებას დაიცავს, რომელმაც ქართველი ბურჯი დღეს სოციალური ქსელის საშუალებით წარადგინა. "არკაშონი" 2021/2022 წლების სეზონში ფედერალ 1-ის პირველ ჯგუფში იასპარეზებს.

დარჩიას უცხოეთში თამაშიც გამოცდილება უკვე აქვს. ის 2018-2020 წლებში რუმინულ "გლორია ბუზაუს" ღირსებას იცავდა და 22 მატჩში 3 ლელო გაიტანა, შემდეგ კი "ხარებში" სათამაშოდ დაბრუნდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"