10 მორაგბე, რომლებმაც ახალი ზელანდიის ნაკრებში 100 და მეტი მატჩი ჩაატარეს

10 მორაგბე, რომლებმაც ახალი ზელანდიის ნაკრებში 100 და მეტი მატჩი ჩაატარეს

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჰავბექმა აარონ სმიტმა, შაბათს ავსტრალიასთან "ედენ პარკზე" მოგებულ (33:25) მატჩში საიუბილეო მეასე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ცენტურიონი გახდა. 

სმიტი გახდა პირველი ცხრა ნომერი, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრების ცენტურიონი გახდა. სულ კი, მეათე მორაგბე, რომელსაც "ოლ ბლექსის" კვართით 100 და მეტი შეხვედრა ჩაუტარებია.

გთავაზობთ აღნიშნულ ჩამონათვალს:

1. რიჩი მაკქოუ | მესამე ხაზი | 2001-2015 წლები | 148 მატჩი
2. კევენ მეალამუ | კვაჭი | 2002-2015 წლები | 132 მატჩი
3. ქირან რიდი | მესამე ხაზი | 2008-2019 წლები | 127 მატჩი
4. სემ ვაითლოქი | მეორე ხაზი | 2010- | 126 მატჩი
5. ტონი ვუდკოკი | ბურჯი | 2002-2015 წლები | 118 მატჩი
6. დენ კარტერი | მგეზავი | 2003-2015 წლები | 112 მატჩი
7. ოუენ ფრენკსი | ბურჯი | 2009-2019 წლები | 108 მატჩი
8. მა'ა ნონუ | შუამარბი | 2003-2015 წლები | 103 მატჩი
9-10. მილს მულიაინა | ფულბექი | 2003-2011 წლები | 100 მატჩი
9.10. აარონ სმიტი | ჰავბექი | 2012- | 100 მატჩი



გამუქებული შრიფტი - მოქმედი მორაგბეები

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"