ფიჯის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას პრემიერშიპში განაგრძობს

ფიჯის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას პრემიერშიპში განაგრძობს

ფიჯის ნაკრების და ავსტრალიური "რებელსის" ცხრა ნომერი ფრანკ ლომანი კარიერას ინგლისის პრემიერშიპში განაგრძობს და 2021/2022 წლების სეზონს "ნორსჰემპტონ სეინტსის" რიგებში გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "წმინდანების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

"აღფრთოვანებული ვარ იმ შესაძლებლობით, რომელსაც "ნორსჰემპტონში" თამაში ჰქვია, სადაც ევროპული რაგბის უმაღლეს საფეხურზე ასპარეზობა შემეძლება. გუნდი სავსეა ნიჭიერი მორაგბეებით და "ნორსჰემპტონის" სტადიონზე, მოთამაშეებზე, კლუბის ისტორიაზე და შესანიშნავ გულშემატკივრებზე უკვე მსმენია ბევრი რამ ფიჯელი თანაგუნდელებისგან. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ჩემი უნარების გაუმჯობესებას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თამაშით და მოუთმენლად ველი საწვრთნელი პროცესის დაწყებას", - განაცხადა ლომანიმ.

25 წლის ჰავბექმა 2020-2021 წლებში "რებელსის" რიგებში 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო გაიტანა, ხოლო ფიჯის ნაკრების კვართით 17-ჯერ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"