ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიასთან პირველი მატჩისთვის ცნობილია

ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიასთან პირველი მატჩისთვის ცნობილია

7 აგვისტოს ბლედისლოუს თასის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრები ოკლენდში, "ედენ პარკზე" ავსტრალიას უმასპინძლებს.

ცნობილია "ოლ ბლექსის" 23-კაციანი განაცხადიც. საიუბილეო მე-100 კეპს მოიხვეჭს და ცენტურიონი გახდება ჰავბექი აარონ სმიტი, რომელმაც პირველად შავი კვართი 2012 წელს ირლანდიის წინააღმდეგ მოირგო. თადარიგში არიან სამივე ძმა - სკოტ, ბოდენ და ჯორდი ბარეტები. მათ პოზიციებზე ბროდი რეტალიკს და სემ ვაითლოქს (მეორე ხაზი), რიჩი მო'უნგას (მგეზავი) და დამიან მაკქენზის (ფულბექი) ვიხილავთ. ტრავმირებულნი არიან და თამაშს ვერ შეძლებენ ბურჯები ჯო მუდი და ოფა ტუუნგაფასი და ფრთა ვილ ჯორდანი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"