სამხრეთ აფრიკამ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ სამი მორაგბე დაიმატა

სამხრეთ აფრიკამ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ სამი მორაგბე დაიმატა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან 7 აგვისტოს გასამართი გადამწყვეტი მატჩის წინ, კიდევ სამი მორაგბე დაიმატა.

"სპრინგბოკსის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კეიპ ტაუნში დაბანაკებულ მსოფლიო ჩემპიონს "სეილ შარქსის" მეორე/მესამეხაზელი დენი დუ პრია, "ჩიტასის" გარემარბი როსკო სპეკმანი და "ბულზის" კვაჭი იოჰან გრობელაარი შეუერთდნენ.

დუ პრია და სპეკმანი სამხრეთ აფრიკის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდნენ და შეკრება მხოლოდ "ლომებთან" სამმატჩიანი რაუნდის დაწყების წინ დატოვეს, სპეკმანმა საქართველოსთან მატჩში პირველად მოირგო სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართი, ხოლო დუ პრიამ კორონავირუსის გამო თამაში ვერ შეძლო, მას 2017-2018 წლებში "სპრინგბოკსის" რიგებში 4-ჯერ უთამაშია. რაც შეეხება გრობელაარს, მას ნაკრებში პირველად უხმეს, თუმცა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს და 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამხრეთ აფრიკას გამოცდილი რვა ნომერი დუეინ ვერმულენი და ახალგაზრდა ჰავბექი ჟადენ ჰენდრიკსი შეუერთდნენ. 

"ლომებთან" სამმატჩიანი სერიის დასრულებისთანავე სამხრეთ აფრიკა რაგბი ჩემპიონშიპში ჩაერთვება და დაახლოებით ორი თვის განმავლობაში 6 შეხვედრას ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამმატჩიან რაუნდში ფრე 1:1 არის და გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც სერიის გამარჯვებული გამოვლინდება 7 აგვისტოს კეიპ ტაუნში გაიმართება.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"