არგენტინის ნაკრების რაგბი ჩემპიონშიპის წინ ძირითადი ცხრა ნომერი გამოაკლდა

არგენტინის ნაკრების რაგბი ჩემპიონშიპის წინ ძირითადი ცხრა ნომერი გამოაკლდა

არგენტინის ნაკრების ძირითადი ცხრა ნომერი ტომას კუბელი მოახლოებულ რაგბი ჩემპიონშიპს გამოტოვებს. 

32 წლის ჰავბექმა, რომელსაც "პუმების" კვართით 79-ჯერ უთამაშია, ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ხელის ტრავმა მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კუბელის ოპერაცია ესაჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებს.

არგენტინის ნაკრებს კუბელის გარდა, ჰავბექის პოზიციაზე გონსალო ბერტრანუ და ფელიპე ესკურა ჰყავთ განაცხადში. სავარაუდოდ, "პუმებს" მესამე ცხრიანის დამატება მოუწევთ. სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან სუპერ ლიგა ამერიკანაში მოთამაშე კოლუმბიური ფრენჩაიზის "კაფეტეროს პროს" ჰავბექი გონსალო გარსია, რომელიც წლევანდელი ტურნირის სიმბოლურში მოხვდა, "პერპინიანის" გამოცდილი ცხრიანი მარტინ ლანდახო, რომელსაც "პუმების" კვართით 84-ჯერ უთამაშია და ლაუტარო ბასან ველესი, რომელმაც ახლახანს არგენტინის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები რაგბი ჩემპიონშიპის პირველ მატჩს 14 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"