რაგბი ჩემპიონშიპისთვის არგენტინის ნაკრების 47-კაციანი განაცხადი ცნობილია

რაგბი ჩემპიონშიპისთვის არგენტინის ნაკრების 47-კაციანი განაცხადი ცნობილია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ მოახლოებული რაგბი ჩემპიონშიპისთვის გაფართოებული 47-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

"პუმების" რიგებში 12 დებიუტანტია, საიდანაც 4 მორაგბე არგენტინის 7-კაცა ნაკრებიდანაა, რომლებმაც ახლახანს ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზეს და ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ეს მოთამაშეები არიან: მგეზავი სანტიაგო მარე, შუამარბი ლუსიო კინტი, ფრთა მარკოს მონეტა და ფულბექი იგნასიო მენდი. ადგილობრივი 10 მორაგბეა, ხოლო დანარჩენი 37 ლეგიონერია.

"პუმები" თავიანთ პირველ შეხვედრას 14 აგვისტოს პორტ-ელიზაბეთში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ.

არგენტინელთა 47-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება

მარცხენა ბურჯები:
ტომას გალო* ("ბენეტონი", იტალია), ფაკუნდო ხიხენა ("ლონდონ აირიში", ინგლისი), როდრიგო მარტინესი* ("ოლიმპია ლაიონსი", პარაგვაი), ნაუელ ტეტაზ ჩაპარო ("ბენეტონი", იტალია);
კვაჭები: ფაკუნდო ბოში ("ლა როშელი", საფრანგეთი), ხულიან მონტოჟა ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), იგნასიო რუისი* ("ხაგუარეს XV"), სანტიაგო სოსინო ("გლოსტერი", ინგლისი);
მარჯვენა ბურჯები: ფრანსისკო გომეს კიდელა ("ლიონი", საფრანგეთი), სანტიაგო მედრანო ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), კარლოს მუციო* ("მონ-დე-მარსანი", საფრანგეთი), ენრიკე პიერეტო ("გლაზგო უორიორსი", შოტლანდია), ხოელ სკლავი* ("ლა როშელი", საფრანგეთი), ხუან პაბლო ზეისი ("ხაგუარეს XV");
მეორე ხაზი: მატიას ალემანო ("გლოსტერი", ინგლისი), როდრიგო ფერნანდეს კრიადო* ("ხაგუარეს XV"), მარკოს კრემერი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ტომას ლავანინი ("კლერმონი", საფრანგეთი), გუიდო პეტი ("ბორდო", საფრანგეთი);
მესამე ხაზი: ხუან მარტინ გონსალესი ("ხაგუარეს XV"), ფრანსისკო გორისენი ("ხაგუარეს XV"), ფაკუნდო ისა ("ტულონი", საფრანგეთი), ტომას ლეზანა ("სკარლეტსი", უელსი), პაბლო მატერა ("კრუსეიდერსი", ახალი ზელანდია), როდრიგო ბრუნი ("ვანი", საფრანგეთი), ხოაკინ ოვიედო* ("პერპინიანი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი

ჰავბექები:
გონსალო ბერტრანუ ("დრაგონსი", უელსი), ტომას კუბელი ("ბიარიცი", საფრანგეთი), ფელიპე ესკურა ("ხაგუარეს XV");
მგეზავები: ხოაკინ დიას ბონიშა (უგუნდო), სანტიაგო მარე* (7-კაცადან), დომინგო მიოტი ("გლაზგო უორიორსი", შოტლანდია), ნიკოლას სანჩესი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი);
შუამარბები: სანტიაგო ჩოკობარესი ("ტულუზი", საფრანგეთი), ლუსიო კინტი* (7-კაცადან), ხერონიმო დე ლა ფუენტე ("პერპინიანი", საფრანგეთი), ხუან კრუს მალია ("ტულუზი", საფრანგეთი), მატიას მორონი ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), მატიას ორლანდო ("ნიუკასლ ფალკონსი", ინგლისი);
ფრთები: სებასტიან კანსელიერე ("გლაზგო უორიორსი", შოტლანდია), მატეო კარერასი* ("ნიუკასლ ფალკონსი", ინგლისი), სანტიაგო კორდერო ("ბორდო", საფრანგეთი), ბატისტა დელგი ("პერპინიანი", საფრანგეთი), მარკოს მონეტა* (7-კაცადან);
ფულბექები: ემილიანო ბოფელი ("ედინბურგი", ინგლისი), სანტიაგო კარერასი ("გლოსტერი", ინგლისი), იგნასიო მენდი* (7-კაცადან).

*უკეპო მორაგბეები

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)