ოფიციალურად: შოტლანდია შემოდგომის ტესტებზე მეოთხე შეხვედრას მეორე დონის გუნდთან გამართავს

ოფიციალურად: შოტლანდია შემოდგომის ტესტებზე მეოთხე შეხვედრას მეორე დონის გუნდთან გამართავს

შოტლანდიის ნაკრები შემოდგომის ტესტებზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. "ნარშავები" 30 ოქტომბერს ედინბურგში, "მარიფილდზე" ტონგას დაუხვდებიან - აღნიშნული ინფორმაცია დღეს შოტლანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა. 

შოტლანდიას და ტონგას აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშიათ, საიდანაც სამჯერ "ნარშავებმა" იმარჯვეს, ხოლო ერთხელ ტონგელებმა. ამ ნაკრებების რკენა ბოლოს 2014 წელს კილმარნოკში შედგა, რომელშიც შოტლანდიამ 37:12 იმარჯვა.

ამ შეხვედრის გარდა, შოტლანდია შემოდგომის ტესტებზე კიდევ სამ საშინაო შეხვედრას გამართავს: 7 ნოემბერს ავსტრალიას მიიღებს, 13-ში სამხრეთ აფრიკას დაუხვდება, ხოლო 20-ში იაპონიას უმასპინძლებს.

ცნობილია ტონგელთა ერთი ტესტ-მატჩიც - ისინი 6 ნოემბერს ლონდონში, "თვიქნემ სთედიუმზე" ინგლისის ნაკრებს ესტუმრებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"