იაპონიას ავსტრალიის ნაკრების კიდევ ერთმა ვარსკვლავმა მიაშურა

იაპონიას ავსტრალიის ნაკრების კიდევ ერთმა ვარსკვლავმა მიაშურა

ავსტრალიის ნაკრების და "რებელსის" გარემარბი მარიკა კოროიბეტე კარიერას იაპონიაში განაგრძობს. 28 წლის ვარსკვლავმა კონტრაქტი იაპონიის მოქმედ ჩემპიონ "პანასონიკ უაილდ ნაითსთან" გააფორმა და 2022 წლის იაპონიის ჩემპიონატში ვიხილავთ.

"მოუთმენლად ველი, რომ შევუერთდე "პანასონიკს" და 2022 წლის იაპონიის ჩემპიონატში ვითამაშო. მე ძალიან ვგულშემატკივრობ იაპონიაში რაგბის განვითარებას, ამ ქვეყანაში 2019 წლის მსოფლიო თასის პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ გავატარე", - განაცხადა კოროიბეტემ.

კოროიბეტე "რებელსში" 2017 წლიდან თამაშობდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 69 მატჩში 23 ლელო გაიტანა, ხოლო ავსტრალიის ნაკრებში 37-ჯერ უთამაშია და 13 ლელო მიითვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება