საქართველოს სამოა წამოეწია - მსოფლიო რეიტინგში ცვლილებები მოხდა

საქართველოს სამოა წამოეწია - მსოფლიო რეიტინგში ცვლილებები მოხდა

გასულ შაბათ-კვირას სანაკრებო მატჩები გაიმართა, რამაც "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია.

უელსის ნაკრები, რომელმაც წელს 6 ერი მოიგო, შინ არგენტინასთან 11:33 დამარცხდა და მეცხრე პოზიციიდან მეშვიდემდე დაქვეითდა, ხოლო "პუმებმა" თავის მხრივ 2.24 სარეიტინგო ქულა მოიხვეჭეს და მეშვიდე ადგილამდე აღზევდნენ. 

სამოამ ტონგა კვლავ დიდი სხვაობით დაამარცხა, რითაც 1.71 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 73.59 ქულა დააგროვა და საქართველოს 0.14 ქულითღა ჩამორჩება.

პორტუგალიამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთი ნიჟნი-ნოვგოროდში 49:26 დაამარცხა, 1.77 ქულა მოიპოვა, ესპანეთს გადაუსწრო და მე-19 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო რუსეთი 23-ე პოზიციამდე დაქვეითდა. 

აფრიკის თასზე უგანდა შინ ალჟირთან 16:22 დამარცხდა და 41-ედან 51-ე პოზიციამდე დაქვეითდა, ხოლო ალჟირმა 93-ე ადგილიდან სამი პოზიციით წაიწია წინ. ალჟირი უფრო წინაც წაიწევდა, თუმცა განასთან 20:22 დამარცხდა და განელები 87-ედან 85-ე საფეხურამდე აღზევდნენ. 

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბურჯი დენ ბიგარს აჯავრებს (VIDEO)
სამხრეთ აფრიკამ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ სამი მორაგბე დაიმატა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს
ადამ ეშლი-კუპერმა და მეთ გიტომ ლოს ანჯელესი გააჩემპიონეს და კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს