რუსეთის ნაკრების მორაგბე დოპინგზე ჩავარდა და მკაცრად დაისაჯა

რუსეთის ნაკრების მორაგბე დოპინგზე ჩავარდა და მკაცრად დაისაჯა

რუსეთის ნაკრების კვაჭი სტანისლავ სელსკი დოპინგზე ჩავარდა და ამისთვის მკაცრად დაისაჯა. 

29 წლის პირველხაზელს ორგანიზმში კლომიფენი აღმოაჩნდა, რაც "მსოფლიო რაგბის" 2021 წლის ანტი-დოპინგური პროგრამის ჩამონათვალში შედის. 

რაგბის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სელსკი სამწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 

სელსკის რუსეთის ნაკრების რიგებში 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2019 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბურჯი დენ ბიგარს აჯავრებს (VIDEO)
სამხრეთ აფრიკამ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ სამი მორაგბე დაიმატა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს
ადამ ეშლი-კუპერმა და მეთ გიტომ ლოს ანჯელესი გააჩემპიონეს და კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს