სამხრეთ აფრიკის ნაკრები კვლავ თვითიზოლაციაშია - სპრინგბოკსის მორკინალს კოვიდი დაუდასტურდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრები კვლავ თვითიზოლაციაშია - სპრინგბოკსის მორკინალს კოვიდი დაუდასტურდა

სამხრეთ აფრიკის მეორეხაზელს ლუდ დე იახერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ორშაბათს გასამართი "სპრინგბოკსის" ვარჯიში გაუქმდა და მთელი გუნდი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონებს მსგავსი პრობლემა გასულ კვირასაც ჰქონდათ, როდესაც საქართველოსთან პირველ ტესტ-მატჩამდე ექვსი დღით ადრე სამ მორაგბეს კოვიდ 19 დაუდასტურდა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პარასკევს გასამართი მატჩი დაგეგმილისამებრ შედგა, რომელშიც მასპინძლებმა 40:9 იმარჯვეს.

ჯერჯერობით უცნობია, სამხრეთაფრიკელთა შემდგომი სამოქმედო გეგმები. როგორც იცით, სამხრეთ აფრიკა და საქართველო ერთმანეთს 9 ივლისს იოჰანესბურგში უნდა შეერკინონ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"