მერაბ შარიქაძე: "რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია"

მერაბ შარიქაძე: "რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია"

© Chris Kotze / Trysportimages

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტესტ-მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

შარიქაძემ აღნიშნა, რომ გარკვეულ ასპექტებში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს აჯობეს, თუმცა მთლიანობაში შედეგით კმაყოფილი არაა. 

"სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილად არ არის. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სასურველი არ არის, ვფიქრობ გვქონდა უკეთ თამაშის შანსი. ვთვლი, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და დასანანია, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს, ორი დასანანი ლელო მივიღეთ, რამაც პირველი ტაიმი დაგვათმობინა. რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასეთ მარტივ გამოსავლებს მეტოქეს არ ვაჩუქებთ", - განაცხადა შარიქაძემ. 

სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებები მეორე მატჩს 9 ივლისს იოჰანესბურგში გამართავენ. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"