რუსთავის ხარების მორაგბე კარიერას მოსკოვის სლავაში განაგრძობს

რუსთავის ხარების მორაგბე კარიერას მოსკოვის სლავაში განაგრძობს

რუსთავის "ხარების" მარჯვენა ბურჯი ნიკა ჩუმაშვილი კარიერას მოსკოვის "სლავაში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

მან მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

24 წლის ჩუმაშვილს უცხოეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს: ის რუმინეთში ასპარეზობდა, სადაც ჯერ "ტომოტანიის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი "გლორია ბუზაუს" შეუერთდა. ის 2020 წელს საქართველოში დაბრუნდა და რუსთავის "ხარებს" შეუერთდა.

როგორც მოგეხსენებათ, "სლავას" მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ქართველი ბურჯი ლევან ცაბაძეა. ჩუმაშვილის გარდა, "ლეონსიოს" ხელმძღვანელობით ქართველი უკანახაზელები სანდრო ნახუცრიშვილი და ირაკლი სვანიძე ითამაშებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"