ოფიციალურად: თამაზ მჭედლიძის ახალი კლუბი ცნობილია

ოფიციალურად: თამაზ მჭედლიძის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ პრო დ2-ის "რუანი" დატოვა და კარიერას ნასიონალის "დაქსში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ახალი აკვიტანიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მჭედლიძემ ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამავე კლუბის ღირსებას იცავს კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ლაშა ლომიძე. "დაქსმა" გასულ სეზონში ნასიონალში მეექვსე ადგილი დაიკავა. 

28 წლის მჭედლიძემ "რუანში" 2019 წელს "აჟენიდან" გადავიდა და პრო დ2-ში ჩატარებულ 22 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა. თამაზს საქართველოს ნაკრების კვართით 61-ჯერ უთამაშია და 7 ლელო მიითვალა. ის 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასების მონაწილეა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"