საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მასპინძელ გუნდთან ჩაატარა და დიდი სხვაობით 0:42 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სამხრეთაფრიკელებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და 14:0 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სამი მარცხით დაასრულა. უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ ტურში არგენტინასთან 10:82 დამარცხდნენ, ხოლო ურუგვაისთან მატჩი 15:20 დათმეს. ჩვენი გუნდი მე-3 ადგილისთვის მატჩს 3 ივლისს გამართავს, მოწინააღმდეგე კი ორ საათში გაირკვევა - არგენტინის და ურუგვაის ნაკრებებს შორის დამარცხებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"