მერაბ შარიქაძე: "დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკასთან უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ"

მერაბ შარიქაძე: "დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკასთან უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ"

© Levan Verdzeuli

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნიდერლანდებთან მოგებული (48:15) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შარიქაძე ნიდერლანდებთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ გახლდათ და დარწმუნებულია, რომ "ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩში უფრო ხარისხიან და საინტერესო რაგბს ითამაშებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, დარწმუნებული ვარ უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ. უთამაშებლობა ყველა გუნდისთვის პრობლემაა, თუმცა სამხრეთ აფრიკა ისეთი დონის გუნდია, რომ შესაძლოა ეს მათ დიდად არც დაეტყოთ. მათ უმაღლესი დონის შემსრულებლები ყავთ. ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება და ფოკუსირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ წარმატებაზე", -
განაცხადა შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრები 2 და 9 ივლისს გასვლაზე სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, ხოლო ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩში 17 ივლისს შოტლანდიას "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"