ბათუმის ბურჯი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

ბათუმის ბურჯი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

"ბათუმის" მარჯვენა ბურჯი შოთა გოგისვანიძე კარიერას "ანგულემში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

29 წლის გოგისვანიძემ, რომელსაც საქართველო XV-ის რიგებში უთამაშია, "ანგულემთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.  

შეგახსენებთ, რომ "ანგულემი" წელს პრო დ2-დან გავარდა და გაისად ნასიონალში ითამაშებს. გოგისვანიძესთან ერთად, შარანტელთა რიგებში ითამაშებენ შალვა სუთიაშვილი და ზაურ თევდორაშვილი, ხოლო ლუკა გოგინავამ კლუბი დატოვა და "გრენობლში" გადავიდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"