სეილ შარქსმა რუსეთის ნაკრების ბურჯი სამშობლოში გაუშვა

სეილ შარქსმა რუსეთის ნაკრების ბურჯი სამშობლოში გაუშვა

რუსეთის ნაკრების მარცხენა ბურჯი ვალერი მოროზოვი მომდევნო სეზონიდან ინგლისის პრემიერშიპში აღარ ითამაშებს. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 26 წლის პირველხაზელი "სეილ შარქსს" დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება, კონკრეტულად კი მოსკოვის ცსკას ღირსებას დაიცავს.

"სეილ შარქსი" რუს მორაგბეს თბილად დაემშვიდობა, აღნიშნა, რომ მათთვის მისი შეცვლა იოლი არ იქნება და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. ვალერიმ 2019 წლიდან მოყოლებული ინგლისური კლუბის რიგებში 36 შეხვედრა ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა.

მოროზოვს რუსეთის ნაკრების რიგებში 28-ჯერ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზეც მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)