საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ურუგვაისთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ურუგვაისთან დამარცხდა

© Roger Sedres / TrySportimages 

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე მატჩში დამარცხდნენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურში ურუგვაის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტაიმი 10:8 მოიგეს. მეორე ნახევარში კი ურუგვაელებმა ორი ლელო გაიტანეს და 10-ქულიანი სხვაობით გავიდნენ წინ. ქართველმა მორაგბეებმა ბოლოსკენ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრეს და მატჩი 15:20 დასრულდა. უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებიდან ლელოები ალექსანდრე ქუნთელიამ და თამაზ ჯიმშელეიშვილმა გაიტანეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 28 ივნისს 15 საათზე გამართავს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"