პროვანსმა მონპელიედან 19 წლის ქართველი ბურჯი დაიმატა

პროვანსმა მონპელიედან 19 წლის ქართველი ბურჯი დაიმატა

"პროვანს რაგბიმ" "მონპელიედან" 19 წლის მარჯვენა ბურჯი ალექსი ჭიჭიაშვილი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია პროვანსელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომელმაც გუშინ 2021/2022 წლების სეზონისთვის ესპუარებში მომხდარი ტრანსფერების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. 

ჭიჭიაშვილის კონტრაქტის დეტალები უცნობია, ერთადერთი რაც ცხადია, მას თავდაპირველად ესპურების კონტრაქტი ექნება, თუმცა სავარაუდოდ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის და თამაშის საშუალებაც მიეცემა. 

19 წლის პირველხაზელმა "მონპელიეს" ძირითად გუნდში ერთადერთი შეხვედრა 2020 წლის 25 იანვარს "ლა როშელის" წინააღმდეგ ჩაატარა, როდესაც მოედანზე მატჩის ბოლო წუთებში გამოჩნდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"