საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინასთან დიდი სხვაობით დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინასთან დიდი სხვაობით დამარცხდა

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის გახსნით მატჩში არგენტინელ თანატოლებთან დიდი ანგარიშით 10:82 დამარცხდნენ. 

საწყის ნახევარ საათში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს ქულებში ვერ აისახა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსები 100%-ით გამოიყენეს არგენტინელებმა, რომლებიც პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე სამჯერ გადავიდნენ და სამივე შეტევა ლელოთი დაასრულეს. ტაიმი 3:21 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ერთი ლელო გიორგი მაისურაძემ გაქვითა და ჩამორჩენა 11-ქულამდე დაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ საქართველოსთვის პოზიტიური აღარაფერი მომხდარა. დარჩენილმა დრომ არგენტინელთა უდიდესი უპირატესობით ჩაიარა, უმცროსი ბორჯღალოსნების სამათამაშო სისტემა კი მთლიანად მოიშალა, რასაც ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ნათლად მოწმობს - "პუმიტასებმა" დასკვნით 45-ე წუთიდან მოყოლებული 9 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და საბოლოო ჯამში 72-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს, რასაც საწყისი 30 წუთის ფონზე ბუნებრივია, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. 

უნდა ითქვას, რომ ორივე ნაკრებისთვის ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი პანდემიის დაწყების შემდეგ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს 15 საათზე ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, არგენტინა კი სამხრეთ აფრიკას შეერკინება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება