ქუთაისურ კლუბებს ახალი სპონსორი ჰყავთ

ქუთაისურ კლუბებს ახალი სპონსორი ჰყავთ

სადაზღვევო კომპანია "ალფა" დიდი 10-ში მოასპარეზე ქუთაისური კლუბების, "არესის" და საქართველოს ჩემპიონის "აიას" სპონსორი და მზღვეველი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "არესის" ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

სპონსორობისა და დაზღვევის ხელშეკრულებებს 12 ივნისს ოფიციალურად მოეწერა ხელი. 

შეგახსენებთ, რომ "აიამ" ჯერ წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი პლეი-ოფშიც ყველაზე ძლიერი გამოდგა, ფინალში შინ "ბათუმი" 16:13 დაამარცხა და 26-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო "არესი" ქვედა ექვსეულის მესამე ადგილზე გავიდა, შემდეგ პლეი-აუტში "არმიას" სძლია და დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"