საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ ცნობილია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ ცნობილია

© Georgian Rugby

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ ცნობილია.

როგორც მოგეხსენებათ, ხვალიდან სამხრეთ აფრიკაში სტარტს 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი აიღებს სტარტს, რომელშიც მონაწილეობას სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, საქართველოს და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. 

იქიდან გამომდინარე, რომ ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში ჩავა, უმცროს ბორჯღალოსნებს ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუძღვებიან. 

არგენტინასთან გასამართ მატჩში სასტარტო თხუთმეტეულში "ლელო სარასენსის" ათი მორაგბე მოხვდა, ორი მორაგბე "არმაზს" წარმოადგენს, ხოლო თითო მოთამაშე "იუნკერების", "აიას" და "ხვამლის" ღირსებას იცავს. თადარიგში კი "ლელო სარასენსის" ექვსი მოთამაშეა, დარჩენილი ორი მოთამაშე კი "აკადემიადან" და "ხარებიდან" გახლავთ. 

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ლუკა არჩვაძე (ლელო);

შერკინება

1. სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. პაატა გალდავა (აია).

მარქაფა

16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

საქართველოს და არგენტინის მატჩი 18 ივნისს 15 საათზე დაიწყება, ხოლო სამხრეთ აფრიკის და ურუგვაის დაპირისპირება 17 საათზე აიღებს სტარტს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება