ოფიციალურად: სამხრეთაფრიკული გუნდები ევროთასებს დაემატებიან

ოფიციალურად: სამხრეთაფრიკული გუნდები ევროთასებს დაემატებიან

პრო 14-ის რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატად გარდაქმნის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ თასზე მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბი 2022/2023 წლების სეზონიდან ორივე ტურნირის ფორმატის რეფორმას გეგმავს და შეთანხმების მიხედვით, აფრიკული ფრენჩაიზები "ბულზი", "სტორმერსი", "ლაიონსი" და შარქსი" ევროთასებზე სწორედ 2022/2023 წლების სეზონიდან ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების სეზონიდან პრო 14-ის ნაცვლად ახალი რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც 5 ქვეყნის 16 ფრენჩაიზი მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"