ოფიციალურად: 2021/2022 წლების სეზონის ევროთასების განრიგი ცნობილია

ოფიციალურად: 2021/2022 წლების სეზონის ევროთასების განრიგი ცნობილია

ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) 2020/2021 წლების სეზონის ევროთასების განრიგი გამოაქვეყნა.

ევროთასები 2021 წლის 10 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 27-28 მაისს დასრულდება. ფინალური მატჩები მარსელში, "ველოდრომზე" ჩატარდება.

ჯგუფურ ეტაპზე დეკემბერ-იანვარში ოთხი ტური გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები აპრილ-მაისში ჩატარდება.

ევროთასების 2021-2022 წლების სეზონის განრიგი:

I რაუნდი - 10/11/12 დეკემბერი
II რაუნდი - 17/18/19 დეკემბერი
III რაუნდი - 14/15/16 იანვარი
IV რაუნდი - 21/22/23 იანვარი
გასავარდნი პლეი-ოფი, I რაუნდი - 8/9/10 აპრილი
გასავარდნი პლეი-ოფი, II რაუნდი - 15/16/17 აპრილი
მეოთხედფინალი - 6/7/8 მაისი
ნახევარფინალი - 13/14/15 მაისი
ჩელენჯ თასის ფინალი - 27 მაისი
ჩემპიონთა თასის ფინალი - 28 მაისი

უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონთა თასზე 2021/2022 წლების სეზონშიც 24 გუნდი იასპარეზებს: რვა-რვა საუკეთესო გუნდი ტოპ 14-დან, პრო 14-დან და პრემიერშიპიდან, ხოლო რამდენი გუნდი იასპარეზებს და იქნებიან თუ არა მოწვეული მეორე და მესამე ეშელონის ქვეყნების წარმომადგენლები მომდევნო სეზონის ჩელენჯ თასზე ჯერჯერობით არ თქმულა. ასევე ცნობილია, რომ 2022/2023 წლების სეზონიდან ევროთასების ფორმატში საკადრო რეფორმები განხორციელდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება