დიდი 10: აკადემიამ ყოჩები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დიდი 10: აკადემიამ ყოჩები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის მე-3 ადგილისთვის მატჩში "რაგბი პლატონზე" ერთმანეთს "აკადემია" და "ყოჩები" დაუპირისპირდნენ.

"აკადემიამ" პირველ ტაიმში 12:10 იმარჯვა. ლელოები რამაზ მაზმიშვილმა და მიხეილ ახობაძემ გაიტანეს, ერთი გარდასახვა კი დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა, "ყოჩების" მხრიდან კი ლელო ლევან გენებაშვილმა დადო, გარდასახვა და ჯარიმა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა ზუსტად.

მეორე ნახევრის დებიუტში "ყოჩები" ლელოთი გიორგი ნოდიამ დააწინაურა, გარდასახვა კი კვლავ მალაღურაძემ შეასრულა ზუსტად. საპასუხოდ, მასპინძელთა მხრიდან ლელოები ვანო ბერიკაშვილმა და თორნიკე ზოიძემ გაიტანეს, ერთი გარდასახვა მოძღვრიშვილა შეასრულა ზუსტად და "აკადემიამ" 24:17 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ გამარჯვებული გუნდის გარემარბი მიხეილ ახობაძე დასახელდა. 

ამრიგად, "აკადემიამ" ბრინჯაოს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა. "მხატვრებს" აქამდე ვერცხლის მედლები ორჯერ ჰქონდათ მოპოვებილი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს