ოფიციალურად: ზურაბ ჟვანიამ და ლაშა ჯაიანმა უოსპსი დატოვეს

ოფიციალურად: ზურაბ ჟვანიამ და ლაშა ჯაიანმა უოსპსი დატოვეს

ინგლისური "უოსპსი" ქართველმა მორაგბეებმა ზურაბ ჟვანიამ და ლაშა ჯაიანმა დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ბზიკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

"მადლობას ვუხდი ზურას და ლაშას კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის. მათ სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებთ", - განაცხადა "უოსპსის" მთავარმა მწვრთნელმა ლი ბლეკეტმა.

"უოსპსში" გატარებული დრო სასიამოვნო იყო. ეს კარგი გამოცდილებაა და მინდა გუნდს წარმატებები ვუსურვო სამომავლოდ", - თქვა ლაშა ჯაიანმა.

ზურას "უოსპსის" ოფიციალურ გვერდთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ჟვანია "უოსპსს" 2018 წელს შეუერთდა და 35 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. "ზუზუ" ინგლისურ კლუბს ძალიან კარგად მოერგო და დეი იანგის წასვლამდე კლუბის ძირითადი მარცხენა ბურჯი გახლდათ, თუმცა იანგის წასვლის და ბლეკეტის მოსვლის შემდგომ, მას თამაში მხოლოდ ერთხელ მოუწია. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურას უთამაშებლობის მიზეზი მისი მაღალი ხელფასი იყო, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ ფინანსურ კრიზისში მყოფ "უოსპსისთვის" პრობლემად იქცა და ეს არ უკავშირდებოდა რაიმე სპორტულ მიზეზს - იხილეთ ვრცლად რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ პრესაში გავრცელებული სტატია. 

ჯაიანი "უოსპსს" 2020 წლის შემოდგომის ერთა თასის შემდეგ შეუერთდა, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობენ ქართველი მორაგბეები კარიერას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს