ვახო აბდალაძე 2019 წლის შემდეგ ლენსტერის ძირითად გუნდში პირველ შეხვედრას ჩაატარებს

ვახო აბდალაძე 2019 წლის შემდეგ ლენსტერის ძირითად გუნდში პირველ შეხვედრას ჩაატარებს

2019 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ვახო აბდალაძე "ლენსტერის" ძირითად გუნდში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. 

11 ივნისს "ლენსტერი" პრო 14-ის ცისარტყელას თასის ბოლო რაუნდში შინ "დრაგონსს" ეთამაშება, 25 წლის ბურჯი მარქაფაშია და შეცვლაზე ვიხილავთ.  

აბდალაძემ 2019 წლის შემოდგომაზე ტრავმა მიიღო, 2020 წლის მარტის დასაწყისში კი პანდემიის გამო პრო 14 შეწყდა, რომელიც მხოლოდ აგვისტოს ბოლოს განახლდა, რა დროსაც აბდალაძეს ზურგის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა. მან ვარჯიში აპრილში განაახლა და მეორე გუნდის რიგებში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.

აბდალაძეს "ლენსტერის" რიგებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა. მას ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 2 მატჩი გამართა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს