ოფიციალურად: ლეონე ნაკარავას ალსტერში ტრანსფერი ჩაიშალა

ოფიციალურად: ლეონე ნაკარავას ალსტერში ტრანსფერი ჩაიშალა

ფიჯელი ვარსკვლავი ლეონე ნაკარავა "ალსტერში" აღარ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიური ფრენჩაიზის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

33 წლის მეორეხაზელმა "ალსტერთან" წინასწარი ერთწლიანი კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გააფორმა, თუმცა გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, პრო 14-ის ბინადარმა ფიჯელი ვარსკვლავის დამატებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად მიღებული სამედიცინო დასკვნა დაასახელა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ითამაშებს გაისად ნაკარავა, რომელმაც 2020/2021 წლების სეზონში "გლაზგო უორიორსის" რიგებში 8 შეხვედრა ჩაატარა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს