ტოპ 14-ში აღზევებულმა პერპინიანმა არგენტინის ნაკრების გარემარბი გაიფორმა

ტოპ 14-ში აღზევებულმა პერპინიანმა არგენტინის ნაკრების გარემარბი გაიფორმა

ტოპ 14-ში აღზევებულმა "პერპინიანმა" არგენტინის ნაკრების გარემარბი ბატისტა დელგი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

24 წლის გარემარბმა "პერპინიანთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დელგიმ განვლილ სეზონში "ბორდოს" რიგებში შვიდი შეხვედრა ჩაატარა და ორი ლელო გაიტანა. მას არგენტინის ნაკრების რიგებში 17-ჯერ უთამაშია და მოწინააღმდეგეთა ლელო 6-ჯერ აიღო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონში "პერპინიანის" ღირსებას ოთხი ქართველი ბურჯი დაიცავს: დავით ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ჯინჭარაძე და ნოდარ შენგელია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს