ოფიციალურად: ვალანს რომანსმა ქართველ ბურჯს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ოფიციალურად: ვალანს რომანსმა ქართველ ბურჯს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პრო დ2-დან ნასიონალში დაქვეითებულმა "ვალანს რომანსმა" 28 წლის მარჯვენა ბურჯს გიორგი კაკაურიძეს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და 2021/2022 წლების სეზონს ნასიონალში გაატარებს. 

28 წლის პირველხაზელი ვალანსურ კლუბს ერთი წლის წინ გორის "ჯიქიდან" შეუერთდა და წლევანდელ პრო დ2-ში ექვსი შეხვედრა ჩაატარა. 

შეგახსენებთ, რომ "ვალანს რომანსი" მეორე ქართველმა ბურჯმა მირიან ბურდულმა დატოვა, რომელიც კარიერას "მონტობანში" განაგრძობს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს