ოფიციალურად: პომ ბექა გორგაძე წარადგინა, ომარ ოდიშვილს - დაემშვიდობა

ოფიციალურად: პომ ბექა გორგაძე წარადგინა, ომარ ოდიშვილს - დაემშვიდობა

"პომ" გუშინ "ტვიტერზე" 2021/2022 წლების სეზონისთვის წამსვლელი და მომსვლელი მორაგბეების სია გამოაქვეყნა.

ატლანტიკური პირენეების წარმომადგენლებმა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე წარადგინეს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს. გორგაძე "ბორდოდან" "პოში" რომ გადადიოდა აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი, ახლა კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 

გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ბექას ჟირონდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 31-ჯერ უთამაშია და 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა. 

როგორც მოგეხსენებათ, "პომ" ტოპ 14-ში ადგილის შენარჩუნება ბოლო ტურში მოახერხა და საპლეიაუტო მე-13 ადგილს თავი დააღწია.

ცნობილი გახდა, რომ "პოს" 18 მორაგბე დატოვებს. წამსვლელთა შორისაა 24 წლის მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი, რომელმაც ატლანტიკურ პირენეებში  5 წელი გაატარა და "ჟიფის" სტატუსიც მოიპოვა, რომლითაც ის ფრანგ მორაგბეებს გაუთანაბრდება, ლეგიონერად აღარ ჩაითვლება და ამით ახალი კლუბის პოვნა უფრო გაუმარტივდება. ოდიშვილმა "პოს" ძირითად გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს