როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
იტალიურმა საკლუბო რაგბმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია - "ბენეტონი" პრო 14-ის ცისარტყელას თასის ფინალში ითამაშებს.
ტრევიზოში დაფუძნებულ ფრენჩაიზს მიმდინარე ტურნირზე ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული და გადამწყვეტი მატჩი უელსურ "ოსპრისთან" ჰქონდა სათამაშო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, "ბენეტონი" გავიდოდა პირველ ადგილზე, თუ "გლაზგო უორიორსი", მაგრამ უელსელთა რიგებში კორონავირუსის დადებითი შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც მატჩი გაუქმდა, იტალიელებს გამარჯვება ჩაეთვალათ და შესაბამისად, ტურნირის ევროპული კონფერენცია პირველ ადგილზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფრიკული კონფერენციის გამარჯვებულს ფინალში შეერკინებიან.
ფინალური მატჩი 19 ივნისს ტრევიზოში გაიმართება, სადაც "ბენეტონი" სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერს დაუხვდება, რომელიც 12 ივნისს "ბულზსა" და "შარქსს" შორის გამოვლინდება.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.