"ეს შესანიშნავი მოვლენაა სპორტული ღონისძიებების ისტორიაში" - ორი წლით ადრე გაყიდული მილიონამდე ბილეთი

"ეს შესანიშნავი მოვლენაა სპორტული ღონისძიებების ისტორიაში" - ორი წლით ადრე გაყიდული მილიონამდე ბილეთი

2023 წლის მსოფლიო თასს გულშემატკივარი მოუთმენლად ელის და აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი საერთოდ არ იქნება.

ტურნირის დაწყებამდე 2 წლით და 3 თვით ადრე, თითქმის მილიონამდე ბილეთი უკვე გაიყიდა - აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Leprogres.Fr ავრცელებს. 2023 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მენეჯერმა კლოდ ატჩერმა ლიონში ვიზიტისას განაცხადა, რომ 960 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც ამ დროისთვის მოსალოდნელზე ხუთჯერ მეტია. 

"ამ მომენტისთვის იმაზე ხუთჯერ მეტი ბილეთია გაყიდული, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით 2021 წელს. გაყიდვების პირველი სამი ფაზის განმავლობაში, ჩვენ უკვე გავყიდეთ 960 000 ბილეთი, რაც წარმოადგენს 12-ჯერ შევსებულ "სტად დე ფრანსს"! ბილეთების შეძენისას საიტზე ერთდროულად 250 000 ადამიანი შედიოდა. ეს წარმოადგენს წუთში დაახლოებით 4000 გაყიდულ ბილეთს. ეს შესანიშნავი მოვლენაა სპორტული მოვლენების ისტორიაში", - განაცხადა ატჩერმა.

2023 წლის მსოფლიო თასის ბილეთების გაყიდვების შემდეგი სერია სექტემბერში მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მსოფლიო თასს საფრანგეთის 9 ქალაქი 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"