ცნობილია ვინ იმსაჯებს საქართველოს მატჩებს - მსოფლიო რაგბიმ ივლისის ტესტებისთვის მსაჯები დანიშნა

ცნობილია ვინ იმსაჯებს საქართველოს მატჩებს - მსოფლიო რაგბიმ ივლისის ტესტებისთვის მსაჯები დანიშნა

"მსოფლიო რაგბიმ" დღეს იმ მსაჯების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ივლისის ტესტებზე იმსაჯებენ.

უკვე გაუწყეთ, რომ ტიერ 1-ის გუნდებს პირველად უმსაჯებს ნიკა ამაშუკელი, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადას, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიას გაუძღვება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მატჩებს - 2 ივლისს სამხრეთ აფრიკის და საქართველოს დაპირისპირებას შოტლანდიელი მაიკ ადამსონი გაუძღვება, კიდეებიდან ირლანდიელი ფრანკ მერფი და სამხრეთაფრიკელი მარიუს ვან დერ ვესთჰუიზენი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ასევე სამხრეთაფრიკელი მარიუს იონკერი იქნება.

9 ივლისის ამავე ნაკრებების მატჩზე მთავარი მსაჯი უკვე ირლანდიელი ფრანკ მერფი იქნება, კიდეებიდან მაიკლ ადამსონი და მარიუს ვან დერ ვესთჰუიზენი იმსაჯებენ, ხოლო ვიდეორეფერი ისევ მარიუს იონკერი იქნება. 

17 ივლისს საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების შორის გასამართ მატჩს ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი გაუძღვება, გვერდითი მსაჯები ფრანგი პასკალ გაიუზერი და ირლანდიელი კრის ბასბი იქნებიან, ხოლო ტელე-ეკრანებიდან უელსელი ბენ უაითჰაუსი იმსაჯებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"