ოფიციალურად: რევაზ ბროძელმა პენზას ლოკომოტივთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: რევაზ ბროძელმა პენზას ლოკომოტივთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

26 წლის ღერძი რევაზ ბროძელი კვლავ "ლოკომოტივში" ითამაშებს. ქართველმა მორაგბემ რუსეთის ვიცე-ჩემპიონთა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა - აღნიშნული ინფორმაცია პენზელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

ბროძელი "ლოკომოტივს" 2019 წლის ნოემბერში მოსკოვის "სლავადან" შეუერთდა, იქამდე კი პატარძეულის "ვეფხვების" და გორის "ჯიქის" ღირსებას იცავდა. 

რევაზმა განვლილ სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა თავის გუნდს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი კრასნოდარის "ბაგატირის" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკი გახლავთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"