არესმა არმია მეორე მატჩშიც დაამარცხა და დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნა

არესმა არმია მეორე მატჩშიც დაამარცხა და დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნა

© აჩიკო გეგენავა

დიდი 10-ის დასარჩენ/გადასასვლელ პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ქუთაისის "არესმა" თბილისის "არმიას" სძლია და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 

"არესს" პირველ მატჩში 26:6 ჰქონდა მოგებული და შესაბამისად, "არმიას" 20-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. წინა შეხვედრის მსგავსად, თბილისელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 12:7 იმარჯვეს. დავით ივანოვმა მოწინააღმდეგე მოლიდან ორჯერ დაალელოვა, ბახვა კობახიძემ ერთი გარდასახვა გაიტანა, მეორე შემთხვევაში კი ბურთი ძელს გაარტყა. "არესიდან" საპასუხო ლელო გიორგი ტორაძემ გაიტანა, რომელიც ბონდო აბაშიძემ გარდასახა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ნახევარში "არმია" სტატიკაში საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმის წინ, ორრაუნდიან დუელში ინტრიგა შენარჩუნებული იყო. 

"არმიას" მეორე ნახევარში 15-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. დასკვნით 20 წუთში თბილისელებს ორი მორაგბე დავით ბარბაქაძე და შალვა ზვიადაური გაუსინბინეს, ქუთაისელებმა კი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს - აქედან ერთი საჯარიმო ლელო იყო, ხოლო თითო ლელო ნოდარ სამხარაძემ და ნიკა სირაძემ მიითვალეს - 28:12.

ამრიგად, "არესი" 2021/2022 წლების სეზონში დიდ 10-ში ითამაშებს, ხოლო "არმია" - პირველ ლიგაში.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"