რაგბიდან მედიცინაში 28 წლის ასაკში - მსოფლიო თასის ერთ-ერთმა გმირმა კარიერა იაპონიის ჩემპიონობით დაასრულა

რაგბიდან მედიცინაში 28 წლის ასაკში - მსოფლიო თასის ერთ-ერთმა გმირმა კარიერა იაპონიის ჩემპიონობით დაასრულა

2019 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა კენკი ფუკუოკამ სარაგბო კარიერა 28 წლის ასაკში, მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.

წინა მსოფლიო თასზე იაპონიის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავმა და სისწრაფით გამორჩეულმა უკანახაზელმა ოლიმპიადაზე მონაწილეობაზე უარი ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, ხოლო 2021 წლის იაპონიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მან საკლუბო კარიერაც დაასრულა და 28 წლის ასაკში რაგბიდან წავიდა, რათა სამედიცინო კარიერა დაიწყოს. მან ტოკიოს ერთ-ერთ სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე ჩააბარა და სწავლას თებერვლიდან დაიწყებს.

როგორც ცნობილია, ფუკუოკას ოჯახში სამედიცინო პროფესიის ტრადიცია არსებობს და მასაც ამ ტრადიციის გაგრძელება სურს.


მან სარაგბო კარიერის უკანასკნელი შეხვედრა 23 მაისს იაპონიის ჩემპიონატის ფინალში ჩაატარა, რომელშიც მისმა გუნდმა "პანასონიკ უაილდ ნაითსმა" მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი "სანტორი სანგოლიასი" 31:26 დაასრულა და კარიერა ტიტულით დაასრულა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ფუკუოკამ ფინალურ მატჩში ულამაზესი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით 2021 წლის იაპონიის ტოპ ლიგის სეზონის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სარაგბო კარიერის ბოლო წელს ასეთი ჯილდო მივიღე და ასევე უკანასკნელი ტოპ ლიგის გამარჯვებული გავხდი.

მე არ ვფიქრობდი იმაზე, თუ კიდევ რამდენი თამაში მქონდა დარჩენილი კარიერის დასრულებამდე. მხოლოდ ერთ თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული და ვცდილობდი, რომ საუკეთესო თამაში შემეთავაზებინა გულშემატკივრებისთვის, რათა რაგბიდან დამწუხრებული არ წავსულიყავი. 

მე ვტოვებ რაგბის და ამ დროიდან სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებ, მაგრამ იაპონური რაგბის ცხოვრება გრძელდება და ბევრ ისეთ მორაგბეს ვიხილავთ, რომლებიც ჩემზე გაცილებით მაგრები იქნებიან", -
განაცხადა ფუკუოკამ. 

ფუკუოკამ 15-კაცა რაგბიში კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა. იაპონიის ნაკრებში ჩატარებულ 37 შეხვედრაში მან 25 ლელოს დადება მოახერხა. 28 წლის მორაგბეს გამოცხადებული ჰქონდა, რომ რაგბიდან სრულად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ წავიდოდა, სადაც იაპონიის 7-კაცა ნაკრებთან ერთად უნდა ეასპარეზა, თუმცა პანდემიის გამო ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო, რის გამოც კენკიმ 7-კაცა ნაკრები ნაადრევად დატოვა. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე, სადაც მისმა იაპონიის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

კენკიმ "პანასონიკ უაილდ ნაითსის" რიგებში 42 შეხვედრა ჩაატარა და 40 ლელო გაიტანა, ხოლო სუპერ რაგბიში "სანვულვზის" მაისურით 13-ჯერ ითამაშა და 5 ლელო მიითვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება