არესმა არმია 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და დიდ 10-ში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა

არესმა არმია 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და დიდ 10-ში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა

© გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის გასავარდნი პლეი-აუტის პირველ მატჩში "არმია" ავჭალის სარაგბო სტადიონზე "არესს" დაუხვდა და 6:26 დამარცხდა. 

გულშემატკივარმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ტაიმში "არმია" კარგად გამოიყურებოდა და ბოლო წუთამდე ბახვა კობახიძის ორი ჯარიმით 6:0 იგებდა, თუმცა გაწითლებულ დროში ქუთაისელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, ჯერ მოლიდან გამოიმუშავეს ჯარიმა, შემდეგ კი შეტევა გაშალეს და სისწრაფე აკრეფილი ამირან შვანგირაძის შეჩერება ვერავინ მოახერხა, გარდასახვა კი ბონდო ლომიძემ შეასრულა ზუსტად და ტაიმი 6:7 დასრულდა.

მეორე ნახევარში "არესის" უპირატესობა გამოიკვეთა. ქუთაისელებმა სამი უპასუხო ლელოს გატანა შეძლეს და ქუთაისში საპასუხო შეხვედრას 20-ქულიანი უპირატესობით შეხვდება. განმეორებითი მატჩი 30 მაისს "აია არენაზე" გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"