ჩელენჯ თასის ფინალი - გუნდების შემადგენლობები ცნობილია

ჩელენჯ თასის ფინალი - გუნდების შემადგენლობები ცნობილია

21 მაისს თბილისის დროით 23 საათზე ლონდონში, "თვიქნემ სთედიუმზე" ჩელენჯ თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც "ლესტერ ტაიგერსი" "მონპელიეს" დაუპირისპირდება. მატჩს 10 000 გულშემატკივარი დაესწრება.

ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობები. სამწუხაროდ, "მონპელიეს" ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე. სხვა მხრივ, ფრანგული კლუბის შემადგენლობა ფაქტობრივად ოპტიმალურია. ძირითადი ღერძი ბენუა პაიოგის და ალექს ლოზოვსკის დუეტი იქნება, ხოლო შეცვლაზე მსოფლიო ჩემპიონები კობუს რეინახი და ანდრე პოლარდი შევლენ. ძირითად შემადგენლობაშია მეორეხაზელი ფლორიან ვარეგე, რომელიც საქართველოში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო. გუნდს ვეტერანი გიიომ გირადო უკაპიტნებს, ძირითადში არიან საფრანგეთის ნაკრების წევრები მარჯვენა ბურჯი მოჰამედ აუასი, მეორეხაზელი პოლ უილემსე, მესამეხაზელი იაკუბა კამარა, ვეტერანი მესამეხაზელი ფულჟენს უდრაგო, ფრთები ვინსენ რატე, არტურ ვინსენი და ფულბექი ენტონი ბუტიე, ასევე სამხრეთ აფრიკის შუამარბი იან სერფონტეინი.


"ლესტერ ტაიგერსის" რიგებიდან პირველ რიგში ფიჯელი ვარსკვლავი ნემანი ნადოლო უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ასევე ძირითად შემადგენლობაში არიან ინგლისის ნაკრების მორაგბეები ბურჯები ელის გენჯი და დეინ კოული და მგეზავი ჯორჯ ფორდი, ხოლო ჰავბექი ბენ იანგსი მარქაფაშია, ძირითადში კი ვეტერანი რიჩარდ ვაიგლსვორსი იქნება, რომელსაც 9 ივნისს 38 წელი შეუსრულდება. სასტარტოში ივიხლავთ არგენტინის ნაკრების შუამარბ მატიას მორონის, ხოლო მარქაფაშია ფიჯელი ფულბექი კინი მურიმურივალუ. "ვეფხვებს" არგენტინის ნაკრების მორაგბეები კვაჭი ხულიან მონტოჟა, მეორეხაზელი ტომას ლავანინი და მგეზავი ხოაკინ დიაზ ბონიშა დააკლდებიან

შეხვედრას ირლანდიური სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ენდრიუ ბრეისი იქნება, რომელსაც კიდეებიდან ფრენკ მერფი და კრის ბასბი დაეხმარებიან, ხოლო ტელე-ეკრანებთან ბრაიან მაკნეისი იქნება გამწესებული. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება