ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იაპონიაში იმუშავებს

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იაპონიაში იმუშავებს

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეიკა იაპონიაში იმუშავებს.

54 წლის სპეციალისტი იაპონიის ტოპ ლიგის კლუბის "გრინ როკეტსის" სარაგბო დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ქალაქ აბიკოს ბინადარმა გუნდმა წლევანდელი ტოპ ლიგის "თეთრ ჯგუფში" ყველა მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ მომდევნო სეზონში მაღალი შედეგები აჩვენონ, ამისთვის ბევრ ცვლილებას გეგმავენ და ყველაფერი ჩეიკას სარაგბო დირექტორის წარდგენით დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ჩეიკა 2014-2019 წლებში ავსტრალიის ნაკრებს ედგა სათავეში და 2015 წლის მსოფლიო თასზე ფინალში გაიყვანა, ხოლო ასევე 2015 რაგბი ჩემპიონშიპი მოაგებინა და 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ის 2013-2015 წლებში "ვორათასს" ედგა სათავეში და 2014 წელს სუპერ რაგბიში გააჩემპიონა. იქამდე 2010-2012 წლებში "სტად ფრანსეს" ედგა სათავეში და 2011 წელს ჩელენჯ თასის ფინალში დამარცხდა, ხოლო 2005-2010 წლებში "ლენსტერის" მთავარი მწვრთნელი იყო და 2008 წელს კელტების ლიგა (ახლანდელი პრო 14), 2009 წელს კი ჩემპიონთა თასი მოაგებინა.

ცნობისთვის, "გრინ როკეტსის" ღირსებას ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი (21 კეპი) და "სარასენსის" ლეგენდა (300 მატჩი) ალექს გუდი იცავს, რომელმაც წლევანდელ ტოპ ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"