არგენტინის ნაკრებმა 67-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელთაც მსოფლიო თასისთვის აკვირდებიან

არგენტინის ნაკრებმა 67-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელთაც მსოფლიო თასისთვის აკვირდებიან

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ იმ 67 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომელთაც 2023 წლის მსოფლიო თასისთვის აქტიურად აკვირდება და საფრანგეთში გასამგზავრებლად ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

აღნიშნულ სიაში მყოფ მორაგბეთაგან 44 ევროპასა და ავსტრალიაში ასპარეზობს, ხოლო 23 მორაგბემ წლევანდელ სუპერ ლიგა ამერიკანას ტურნირზე ითამაშა, რომელიც "ხაგუარეს XV"-ის გამარჯვებით დასრულდა. უახლოეს დღეებში კი ლედესმა ამ სიას შეკვეცავს და განაცხადს ივლისის ტესტებისთვის დაასახელებს, სადაც "პუმებს" უელსთან ორი გასვლითი ტესტ-მატჩი აქვთ დადასტურებული.

"ეს სია არის მესიჯი მორაგბეებისთვის, რათა მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველა მათგანს ვაკვირდებით და 2023 წლის მსოფლიო თასზე სათამაშოდ განვიხილავთ", - განაცხადა ლედესმამ.

67-კაციანი სია ასე გამოიყურება:

შერკინება

კვაჭები:
ფაკუნდო ბოში ("ლა როშელი", საფრანგეთი), აგუსტინ კრევი ("ლონდონ აირიში", ინგლისი), ხოსე ლუის გონსალესი ("მონ-დე-მარსანი", საფრანეგთი), ხულიან მონტოჟა ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), იგნასიო რუისი (ხაგუარეს XV), სანტიაგო სოსინო ("გლოსტერი", ინგლისი), მარტინ ვაკა ("ხაგუარეს XV);

მარცხენა ბურჯები: იგნასიო კალასი ("პო", საფრანგეთი), ტომას გალო ("ბენეტონი", იტალია), ფაკუნდო ხიხენა ("ლონდონ აირიში", ინგლისი), როდრიგო მარტინესი ("ოლიმპია ლაიონსი", პარაგვაი), ფრანსისკო მინერვინო ("ხაგუარეს XV"), ტეტაზ ნაუელ ჩაპარო ("ბენეტონი", იტალია), მაშკო ვივასი (უგუნდოდ), ფედერიკო ვეგრზინი ("ხაგუარეს XV");

მარჯვენა ბურჯები:
ფრანსისკო გომეს კოდელა ("ლიონი", საფრანგეთი), სანტიაგო მედრანო ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), ენრიკე პიერეტო ("გლაზგო უორიორსი", შოტლანდია), ლუსიო სორდონი ("რებელსი", ავსტრალია), ხოელ სკლავი ("ლა როშელი", საფრანგეთი), ხუან პაბლო ზეისი ("ხაგუარეს XV");

მეორე ხაზი: გუიდო პეტი ("ბორდო", საფრანგეთი), მატიას ალემანო ("გლოსტერი", ინგლისი), იგნასიო კალესი ("რებელსი", ავსტრალია), როდრიგო ფერნანდეს კრიადო ("ხაგუარეს XV"), ფედერიკო გუტიერესი ("ხაგუარეს XV"), ლუკას პაულოსი ("ბრივი", საფრანგეთი), ტომას ლავანინი ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი);

მესამე ხაზი:
ხუან მარტინ გონსალესი ("ხაგუარეს XV"), ფრანსისკო გორისენი ("ხაგუარეს XV"), სანტიაგო გრონდონა ("ნიუკასლ ფალკონსი", ინგლისი), მარკოს კრემერი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ტომას ლეზანა ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), პაბლო მატერა ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), როდრიგო ბრუნი ("ვანი", საფრანგეთი), ფაკუნდო ისა ("ტულონი", საფრანგეთი), ხოაკინ ოვიედო ("ხაგუარეს XV"), ხუან ბატისტა პედემონტე (უგუნდოდ); 

უკანა ხაზი

ჰავბექები:
გონსალო ბერტრანუ ("დრაგონსი", უელსი), ტომას კუბელი ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), ფელიპე ეზკურა ("ხაგუარეს XV"), გონსალო გარსია ("კაფეტეროს პრო", კოლუმბია);

მგეზავები: ტომას ალბორნოზი ("ხაგუარეს XV"), ხოაკინ დიაზ ბონიშა ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), მარტინ ელიასი ("ხაგუარეს XV"), პატრისიო ფერნანდესი ("პერპინიანი", საფრანგეთი), დომინგო მიოტი ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), ნიკოლას სანჩესი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ბენჟამინ ურდაპიშეტა ("კასტრი", საფრანგეთი);

შუამარბები: ხუან პაბლო კასტრო ("ხაგუარეს XV"), სანტიაგო ჩოკობარესი ("ტულუზი", საფრანგეთი), ხუან კრუზ მალია ("ტულუზი", საფრანგეთი), ხერონიმო დე ლა ფუენტე ("პერპინიანი", საფრანგეთი), ლუკას მენსა ("ვალანს რომანსი", საფრანგეთი), მატიას მორონი ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), მატიას ორლანდო ("ნიუკასლ ფალკონსი", ინგლისი), აგუსტინ სეგურა ("ხაგუარეს XV");

ფრთები: სებასტიან კანსელიერე ("გლაზგო უორიორსი", შოტლანდია), მატეო კარერასი ("ნიუკასლ ფალკონსი", ინგლისი), ფაკუნდო კორდერო ("ექსტერ ჩიფსი", ინგლისი), ბატისტა დელგი ("ბორდო", საფრანგეთი), ხუან იმოფი ("რასინგ 92", საფრანგეთი), რამირო მოჟანო ("ტულონი", საფრანგეთი);

ფულბექები: ემილიანო ბოფელი ("რასინგ 92", საფრანგეთი), სანტიაგო კარერასი ("გლოსტერი", ინგლისი), სანტიაგო კორდერო ("ბორდო", საფრანგეთი), ხუან ბატისტა დაირო ("ხაგუარეს XV"). 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"