გიორგი კვესელაძის ბოჭვამ გლოსტერი გაშვებული ლელოსგან გადაარჩინა (VIDEO)

გიორგი კვესელაძის ბოჭვამ გლოსტერი გაშვებული ლელოსგან გადაარჩინა (VIDEO)

პრემიერშიპის მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ბრისტოლი" "ეშტონ გეითზე" "გლოსტერს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 39:7 აჯობა.

შეხვედრის ბედი დიდწილად მატჩის მე-15 წუთზე გადაწყდა, როდესაც "გლოსტერის" არგენტინელი მეორეხაზელი მატიას ალემანო შუბური ბოჭვის გამო წითელი ბარათით გააძევეს. გარდა ამისა, 21-ე წუთზე სტუმრებს მარცხენა ბურჯი ვალ რაფავა-რასკინი გაუსინბინეს და "გლოსტერი" 10 წუთის განმავლობაში 13 კაცით დარჩა, რა დროსაც მაქს მალინსისგან პირველი ლელო გაუშვა. ტაიმის მიწურულს არგენტინელმა ფრთამ საპასუხო ლელო დადო, რომელიც ბილი თველვთრისმა გარდასახა და ტაიმი 13:7 დასრულდა.

მეორე ნახევარში "ბრისტოლის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ოთხი უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, რომლებიც ჩარლზ პიუტაუს, ბენ ერლის, ნეითან ჰიუზის და სემი რადრადრას ანგარიშზეა, სამი გარდასახვა კალუმ შიდმა გაიტანა. 

"გლოსტერის" ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი კვესელაძე, რომელიც 21-ე წუთზე იმის გამო შეცვალეს, რომ მარცხენა ბურჯი რაფავა-რასკინი გასინბინებული იყო და სარეზერვო ბურჯი უნდა შესულიყო მინდორზე. გიორგი მინდორს 31-ე წუთზე დაუბრუნდა და 58-ე წუთამდე ითამაშა. 

მატჩის 34-ე წუთზე "ბრისტოლმა" ლამაზი ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გრეიგ მაქსველ-ქეისმა ეჭვი შეიტანა, რომ შეტევის დასაწყისში წინ თამაში იყო და ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადაამოწმა, რა დროსაც გამოჩნდა, რომ "ბრისტოლის" მორაგბე გიორგი კვესელაძემ შებოჭა და ბურთი წინ გააგდებინა, რის გამოც მასპინძელთა ლელო არ ჩაითვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"