მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

იაპონიის ტოპ ლიგის ნახევარფინალში "სანტორი სანგოლიასმა" "ჰანაძონო რაგბი სთედიუმზე" "კუბოტა სპეარსი" 26:9 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 23 მაისს "პანასონიკ უაილდ ნაითსს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში "ტოიოტა ვერბლიცს" 48:21 სძლია.

ერთადერთი ლელო 33-ე წუთზე შოტა ემიმ დადო, ექვსი ჯარიმა და არეკნი კი ბოდენ ბარეტმა შეასრულა ზუსტად. მოწინააღმდეგის მხრიდან სამი ჯარიმა გერჰარდ ვან დერ ჰევერმა გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის მიერ მომზადებულმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო და "წითელი ჯგუფი" შესაძლებელი 35-დან 34 ქულით დაასრულა, ანუ მხოლოდ ერთ მატჩში ვერ იმარჯვა ბონუსით. რეგულარულ ჩემპიონატში ჰეიგის შეგირდებმა 60 ლელოს და 420 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 129 გაუშვეს.

იქიდან გამომდინარე, რომ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს, მერვედფინალი გამოტოვეს და მეოთხედფინალში "რიკო ბლექ რემსთან" უნდა ეთამაშათ, თუმცა მატჩი ამ უკანასკნელის მიზეზით გაუქმდა და "სანტორის" მოგება ჩაეთვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება