ოფიციალურად: ქირან რიდმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: ქირან რიდმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა რვა ნომერმა ქირან რიდმა სარაგბო კარიერა დაასრულა. 

35 წლის მორკინალმა კარიერის უკანასკნელი შეხვედრა შაბათს იაპონიის ტოპ ლიგის ნახევარფინალში "უაილდ ნაითთან" ჩაატარა, რომელშიც "ტოიოტა ვერბლიცი" 21:48 დამარცხდა. 

რიდმა 2008-2019 წლებში "ოლ ბლექსის" კვართით 128 კეპი მოიხვეჭა და 26 ლელო გაიტანა. ის 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასების გამარჯვებული გახდა. ქირანი 2007-2019 წლებში "კრუსეიდერსის" ღირსებას იცავდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 156 მატჩში 25 ლელო გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება