სარაგბო ზეიმი სიდნეიში - ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი სასწაული მატჩით დაიწყო (VIDEO)

სარაგბო ზეიმი სიდნეიში - ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი სასწაული მატჩით დაიწყო (VIDEO)

დღეს ახალმა ტურნირმა ტრანს-ტასმან სუპერ რაგბიმ აიღო სტარტი, რომელშიც ხუთ-ხუთი ავსტრალიური და ახალზელანდიური გუნდები იღებენ მონაწილეობას, ხოლო მომდევნო სეზონიდან კუნძულელთა ორი ფრენჩაიზი "ფიჯიან დრუა" და "მოანა პასიფიკა" დაემატებიან.

ტურნირის გახსნით დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში "ჰაილენდერსმა" სუპერ რაგბი ავსტრალიის გამარჯვებული "რედსი" 40:19 დაამარცხა, აი მეორე მატჩი კი სასწაული სანახავი გამოდგა და სიდნეიში შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი სარაგბო ზეიმი იხილა. "ვორათასმა" "ჰარიქეინსს" უმასპინძლა და ამ მატჩში გუნდებმა 17 ლელოს და 112 ქულის გატანა მოახერხეს! ახალზელანდიელებმა 48:64 იმარჯვეს. საინტერესოა, რომ "ვორათასმა" 7 ლელო გაიტანა, თუმცა სტუმრებმა მაინც ბონუსით იმარჯვეს. მოკლედ, ყველანაირად გიჟური მატჩი იყო, რომლის მსგავსს ათასში ერთხელ თუ ვიხილავთ. 

ჰაილენდერსი - რედსი 40:19
ვორათასი - ჰარიქეინსი 48:64
 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"