უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"

უორენ გეთლენდი: "ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო"

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა გუშინ ივლის-აგვისტოში სამხრეთაფრიკაში გასამართი ტურნესთვის 37-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც გეთლენდმა მიიღო, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ჯონათან სექსტონის განაცხადს მიღმა დატოვებაა. ახალზელანდიელი მწვრთნელის თქმით, ეს იყო მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელსაც თავისი მიზეზები გააჩნდა და მან ამის შესახებ ისაუბრა.

"ჯონათან სექსტონს და მის პიროვნებას უდიდეს პატივს ვცემ. 10 ნომრის პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ავარჩიეთ ის მორაგბეები, რომლებიც ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან. ჩვენ გავითვალისწინეთ, თუ სად მივდიოდით და სად უნდა გვეთამაშა. სექსტონს ფიზიკური კონდიციების, გამძლეობის მხრივ, რაც განაპირობა იმან, რომ მას ტრავმები ჰქონდა და არაერთი მატჩი გამოტოვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებულნი, რომ მას შეუძლია ფიზიკურად ძალიან მომქანცველი ტურნეს გავლა სამხრეთ აფრიკაში", - განაცხადა გეთლენდმა.

შეგახსენებთ, რომ გეთლენდმა "ლომების" რიგებში მგეზავის პოზიციაზე ოუენ ფარელს, ფინ რასელს და დენ ბიგარს უხმო. 

სექსტონის გარდა, გეთლენდის გადაწყვეტილებით სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრებიან: კაილ სინკლერი, ბილი ვუნიპოლა, ჯონი გრეი, ჯონათან სექსტონი, ჯონი მეი, ჯონათან დევისი და ლი ჰალფპენი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"