16 წლის ქართველი მორაგბე ინგლისის 5-გზის და ჩემპიონთა თასის 3-გზის ჩემპიონის აკადემიაში ჩაირიცხა

16 წლის ქართველი მორაგბე ინგლისის 5-გზის და ჩემპიონთა თასის 3-გზის ჩემპიონის აკადემიაში ჩაირიცხა

16 წლის ნოდარ გორგიძე ინგლისის 5-გზის და ევროპის ჩემპიონთა თასის 3-გზის გამარჯვებულის ლონდონის "სარასენსის" აკადემიაში ჩაირიცხა.

გორგიძეს ქუთაისის "აიას" სარაგბო სკოლა აქვს გამოვლილი. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მისი სათამაშო ამპლუა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა და მას ინგლისში რამდენიმე პოზიციაზე განიხილავენ. ნოდარს 17 წელი შემოდგომაზე შეუსრულდება. 

შეგახსენებთ, რომ "სარასენსი" ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში ასპარეზობს და ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის. ლონდონური გრანდი გასულ სეზონში სახელფასო ჭერის დარღვევისთვის უმკაცრესად დასაჯეს და პრემიერშიპიდან დააქვეითეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება